logo
ENG



კონგრესმენი შერმანი: მოვუწოდებ "ოცნებას", დაუყოვნებლივ გადაიყვანოს სააკაშვილი კლინიკაში

31 ოქტ 202103:09
3 წუთის საკითხავი
 
კონგრესმენი შერმანი: მოვუწოდებ "ოცნებას", დაუყოვნებლივ გადაიყვანოს სააკაშვილი კლინიკაში

ამერიკელი კონგრესმენი, ბრედ შერმანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ღრმად შეშფოთებულია

მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილი დაკავებულია მისთვის დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენების საფუძველზე, რომლებიც შეფასდა, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული. 

"ყოფილი პრეზიდენტის განგრძობადი დაკავება საფრთხეს უქმნის საქართველოში პოლიტიკური ბზარების გაღრმავებას და ძირს უთხრის დემოკრატიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. 

რამდენადაც საქართველოში გრძელდება პოლიტიკურ კრიზისი, რომელმაც შეარყია საზოგადოების ნდობა ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის მიმართ, ოპოზიციის წარმომადგენლების, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა მელიას დაკავების საგანგაშო ტენდენცია არ არის ის გზა, რომლითაც საქართველომ უნდა გააგრძელოს მისი მნიშვნელოვანი დემოკრატიული და ევრო-ატლანტიკური ტრაექტორია. 

როგორც კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის უფროსი წევრი, მე დაჟინებით მოვუწოდებ ქართული ოცნების მთავრობას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სააკაშვილის გადაყვანა კლინიკაში კრიტიკულად აუცილებელი მკურნალობისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. 

მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატურ სამედიცინო მკურნალობასა და იურისტების გუნდზე შეუზღუდავი წვდომის უზრუნველყოფა იქნება განუყოფელი ქართველი ხალხის ნდობის აღდგენასა და საქართველოს კანონიერ დემოკრატიულ გზაზე დაბრუნებისთვის". - წერს განცხადებაში ბრედ შერმანი

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. დაკავებისთანავე მან შიმშილობა გამოაცხადა და უკვე 30 დღეა, საკვები არ მიუღია. 

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. როგორც ექიმებმა თქვეს, აქვს პათოლოგიები, რაც, შიმშილობის პირობებში შესაძლოა სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათო გახდეს. 


close დახურვა